კლუბის მეოთხე შეხვედრა

26.12.2018. გაიმართა კლუბი  „ევრიკას“ რიგით მეოთხე მეცადინეობა. მეცადინეობის თემა იყო ვერსიები პირამიდების საოცრების შესახებ“
მოსწავლეებმა  ბევრი რამ გაიდეს გაიგეს,რომ  ეგვიპტის პირამიდები -ფარაონებისათვის, ძვ. . XXVIII საუკუნიდან XX საუკუნემდე აგებული ძვალშესალაგები.  ეგვიპტის პირამიდები მსოფლიოს პირველი საოცრებაა.  დღეს შემორჩენილი ეგვიპტის ასამდე პირამიდიდან ყველაზე დიდი და აღსანიშნავია გიზის პირამიდები. მათ შორის ყველაზე დიდია ფარაონ ხეოფსის პირამიდა. იგი ააშენეს ქრ. -მდე XXVI საუკუნეში. გიზის პირამიდების მახლობლად არის დიდი სფინქსი. იგი არის ფარაონისათვის გამოკვეთილი ნადირთა მეფის, ლომის ფიგურა. მისი სიმაღლე 20 მეტრია,სიგრძე კი 60 მეტრი. მათ გაიგეს,რომ ამ პირამიდების მშენებლობისას ეგვიპტელებმა საოცარი არქიტექტურული ცოდნა გამოიყენეს, ეს კი იმაში გამოიკვეთება, რომ მასში გამოყენებული ლოდები იდეალურად ჯდება ერთმანეთში. მასზე დაახლოებით 2 300 000 ლოდი დაიხარჯა. მისმა მშენებლობამ 20 წელიწადს გასტანა და მასში ჩართული იყო დაახლოებით 100 ათასი მუშა
მოსწავლეებისათვის საინტერესო იყო წარმოდგენილი თემა. მათ გაიგეს თუ როგორ შენდებოდა ხეოფსის პირამიდა, ვინ აშენებდნენ, როგორ კრძალავდნენ ფარაონებს, ვინ იყვნენ პირამიდის პირველი მძარცველები. ნახეს ვიდეოფილმები და ფოტოები პირამიდებზე. ბოლოს გამართეს დისკუსია აღნიშნულ თემაზე







Комментарии

Популярные сообщения из этого блога

დედამიწის ცენტრისაკენ

კლასში განხორციელებული სოციალური პროექტი

ლითოსფეროს ფილების მოძრაობა