საქართველოს ადგილი მსოფლიო ეკონომიკაში
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის ტიპი /სამოდელო/
ინგა თათელიშვილი
მასწავლებელი: ინგა თათელიშვილი
|
|
თარიღი: 28.03 2019
|
|
საგანი: გეოგრაფია გამჭოლი კომპეტენციები (მედიაწიგნიერება,სემიოტიკა)
|
კლასი: მე-9ბ
|
თემა: საქართველოს ადგილი მსოფლიო ეკონომიკაში
|
დრო: 45 წუთი
|
მოსწავლეთა პროფილი: 19
|
|
გაკვეთილის
მიზანი: მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოს ადგილი მსოფლიოში სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების
მიხედვით. რუკების,გრაფიკებისა და ცხრილების
საშუალებით შეადაროს
ჰუმანური განვითარების ინდექსისა და მშპ-ს (ძველი 2010 წელი და ახალი 2017,2018,2019 წელის) მონაცემები,
მოახდინოს მათ კლასიფიკაცია, იმსჯელოს, გამოიტანოს დასკვნები. გაანალიზოს საქართველოს მეურნეობის განვითარების
ხელისშემწყობი და ხელისშემშლელი ფაქტორები, შეაფასოს საქართველოს ადგილი მსოფლიო
მეურნეობაში.
|
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
გეო.
IX.1. მოსწავლეს შეუძლია
სხვა თვალსაჩინოების (
ფოტოები, გრაფიკები,
ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებიტთ დაახასიათოს ადგილი, მოვლენა, პროცესი
და შეადგინოს თემატური რუკები.
·
აანალიზებს რუკების,გრაფიკების,ცხრილების
დიაგრამებისა და სქემების საშუალებით
წარმოდგენილ გეოგრაფიულ ინფორმაციას.
გეო. IX.7..მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოს ადგილი მსოფლიოში სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების
მიხედვით.
·
ჰუმანური განვითარების ინდექსის რუკის საშუალებით
ასხვავებს სხვადასხვა ქვეყნებს და საქართველოს . მსჯელობს ამ კლასიფიკაციის
თავისებურებებზე, ადგენს შესაბამის ნახაზს/ცხრილს.
|
|
საჭირო
წინარე
ცოდნა
და
უნარ-ჩვევები:
იციან რა არის მეურნეობა, მშპ, ჰუმანური განვითარების
ინდექსი. ფლობენ რუკებზე, სხვადასხვა წყაროზე
მუშაობის , თანამშრომლობის, კომუნიკაციის, ანალიზისა და მსჯელობის უნარებს.
|
|
შეფასება: განმავითარებელი და
განმსაზღვრელი: ჩართულობა (დანართი 1), მოსწავლეთა მიერ გაკვეთილის შეფასება (დანართი 2)
|
|
სასწავლო
მასალა
და
რესურსები:
სახელმძღვანელო, „გეოგრაფიული
ლოტო“, ფლიპჩარტები, მარკერები, კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, საქართველოს ფიზიკური და ადმინისტრაციული
რუკები, მსოფლიოს ჰუმანური განვითარების ინდექსისა და მშპ-ს ძველ და ახალ მონაცემთა რუკები, დავალების ბარათები,
თაბახის ფურცლები.
|
|
აქტივობა №1 (სახელწოდება; ხანგრძლივობა; ორგანიზების ფორმა):
საორგანიზაციო
საკითხები--3 წთ
ვესალმები მოსწავლეებს; მისალმების შემდეგ აღვრიცხავ მოსწავლეთა დასწრებას სასკოლო ჟურნალში.გავაცნობ გაკვეთილის მიზანს, აქტივობებს და ამ აქტივობების შესაბამის შეფასების კრიტერიუმებს
,,Power Point -ის“ საშუალებით, სადაც გაწერილი მაქვს გაკვეთილის
მიზნები და შეფასების კრიტერიუმები.
|
|
აქტივობა
№2
გეოგრაფიული ლოტო (სახელწოდება;
ხანგრძლივობა; ორგანიზების ფორმა):
პროვოცირება და წინარე ცოდნის გახსენება
7 წთ ( მთელი კლასი)
აქტივობის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს გაიხსენოს მეურნეობის დარგობრივი
სტრუქტურა და გახდნენ მოტივირებულნი.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს
ვთხოვ გაიხსენონ რა არის მეურნეობა და მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურა- „გეოგრაფიული
ლოტოს“ გამოყენებით. ფლიპჩარტზე დახაზული
მაქვს ლოტოს დაფა, მოსწავლეებს ვთხოვ ყუთიდან
ამოიღონ ფურცლები, რომლებზეც დაწერილია მეურნეობის ცალკეული დარგები და ქვედარგები,
რომელიც სწორად უნდა მიამაგრონ მეურნეობის
დარგობრივი სტრუქტურის სქემაზე (ლოტოს დაფა).გზა და გზა ვახდენთ სქემის ანალიზს.
აქტივობა
№3 ლექსიკურ ერთეულზე მუშაობა 3წთ (მთელი
კლასი)
აქტივობის
მიზანი: თაბახის ფურცელზე მიწერია უცხო სიტყვები ლექსიკონიდან: „მსოფლიო მეურნეობა“, „შრომის გეოგრაფიული დანაწილება“, ,,ადამიანური
-ჰუმანური განვითარების ინდექსი“, “სპეციალიზაციის დარგები“. მოსწავლეებს ვთხოვ დაასახელონ სავარაუდო პასუხები, რის შემდეგაც ვახდენ სწორ ციტირებას და განვუმარტავ
თითოეული სიტყვის მნიშვნელობას.
აქტივობა
№4 ტექსტის კითხვა 5წთ (მთელი კლასი ეცნობა ინდივიდუალურად)
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეები
გაეცნობიან ახალ მასალას.
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეები
ინდივიდუალურად ეცნობიან სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტს
აქტივობა
№5 ცოდნის კონსტრუირება (17 წთ) (ჯგუფური- ურთიერთსწავლების
მეთოდი)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებს შეუძლიათ გაანალიზონ
საქართველოს ადგილი მსოფლიოში სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით. რუკების, გრაფიკებისა და ცხრილების
საშუალებით შეადარონ
ჰუმანური განვითარების ინდექსისა და მშპ-ს (ძველი 2010 წელი და ახალი 2017,2018,2019 წელის) მონაცემები,
მოახდინონ მათი კლასიფიკაცია, იმსჯელონ, გამოიტანონ დასკვნები.
აქტივობის
აღწერა: ვთხოვ მოსწავლეებს
გაითვალონ 1 დან 3 მდე და დაჯგუფდნენ,
(1წთ) რის შემდეგაც ვქმნით 3 ჯგუფს. თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებების ბარათებს და მკაფიო ინსტრუქციას. (2წთ )
მოსწავლეებს
ჯგუფებში მუშაობისთვის ეძლევათ დრო. (5 წთ)
ჯგუფური მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას, თითოეულ
ჯგუფს ეძლევა 3 წუთი
სულ
9 წუთი. (პრეზენტატორს ირჩევს ჯგუფი სურვილისა და საჭიროების მიხედვით)
ბარათები
I ჯგუფი
სახელმძღვანელოს
გვ.176 ნახ.38.1 (მსოფლიოს ქვეყნები ერთ
სულ მოსახლეზე მშპს-ის მაჩვენებლის მიხედვით აშშ დოლარი, 2010წ.მონაცემების რუკა
) და მოწოდებული ახალი მასალა (დანართი 3 ) (მსოფლიოს ქვეყნები ერთ სულ
მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლის მიხედვით აშშ დოლარი,2015 წ.მონაცემების რუკა) შეადარეთ ერთმანეთს და გამოიტანეთ დასკვნა.
ინფორმაცია წარმოადგინეთ ცხრილის სახით
·
რომელ ადგილზეა საქართველო 2010 წლისა და 2015 წლის მონაცემებით ერთ სულ მოსახლეზე მშპს-ის მაჩვენებლის
მიხედვით?
·
რამდენი აშშ დოლარის ტოლია მშპ -ს მაჩვენებელი
საქართველოში 2010 წლისა და 2015 წლის
მონაცემებიის მიხედვით?
·
მსოფლიოს რომელი ქვეყნებშია ანალოგიური
მაჩვენებელი 2010 წლებსა და 2015 წლებში?
ბარათები
II ჯგუფი
სახელმძღვანელოს გვ.176 ნახ.38.2 ჰუმანური- ადამიანური განვითარების
ინდექსი 2010 წ და მოწოდებული ახალი მონაცემები
(დანართი 4) (გრაფიკი პუმანური განვითარების ინდექსის დინამიკა
2010 -2018 წლები) შეადარეთ ერთმანეთს და გამოიტანეთ დასკვნა
·
როგორია 2010 წლის მონაცემებით
მიხედვით საქართველოს ჰუმანური
განვითარების ინდექსი
·
მსოოფლიოს
რომელი ქვეყნებშია ანალოგიური მაჩვენებელი?
·
როგორია
ჰუმანური განვითარების ინდექსის დინამიკა 2010-2018 წლებში გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნები
ბარათები
III
ჯგუფი
სახელმძღვანელოს გვ.176 ნახ.38.2
(სამრეწველო საწარმოთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით) და მოცემული ახალი
მასალის-(დანართი 5 სამრეწველო
საწარმოთა რაოდენობა 2019 წლის რეგიონების მიხედვით) დააჯგუფე მოცემულ ცხრილში, რუკაზე
მოცემული დატანილი ინფორმაცია წლების მიხედვით
და გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნა, თუ როგორ
შეიცვალა სამრეწველო საწარმოთა რიცხვი საქართველოში.
აქტივობა
№6 swot ანალიზი (მთელი კლასი) (6 წთ)
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეებს შეუძლიათ გაანალიზონ
საქართველოს მეურნეობის განვითარების ძლიერი და სუსტი მხარეები, ხელისშემწყობი და
ხელისშემშლელი ფაქტორები, შეაფასონ სქართველოს ადგილი მსოფლიო მეურნეობაში.
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეები
აანალიზებენ საქართველოს მეურნეობის განვითარების ძლიერ და სუსტ მხარეებს, ხელისშემწყობ
და ხელისშემშლელ ფაქტორებს და ავსებენ ,, swot“ ანალიზის ცხრილის
შესაბამის გრაფებს: „ძლიერი მხარეები - S (strengths)”,“სუსტი მხარეები - w (weaknesses)” “შესაძლებლობები
- o (opportunities) “ და „საფრთხეები - T (threats)”. ამათგან პირველი ორი შიდა
ფაქტორებია (რაზეც პირდაპირი გავლენის მოხდენა შესაძლებელია). ბოლო ორი კი - გარე
(რაზეც გავლენას ახდენს გარე ძალები, ხოლო მასზე პირდაპირი ზემოქმედება არაა შესაძლებელი).
მოსწავლეები მსჯელობენ და ავსებენ მოცემილი
,,swot“ ანალიზის
შესაბამის გრაფებს.
აქტივობა №7 შეფასება-3 წთ (ინდივიდუალური)
განმსაზღვრელი -ჩართულობა (დანართი 1), განმავითარებელი -მოსწავლეთა მიერ გაკვეთილის
შეფასება (დანართი 2)
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეებს მივაწოდო სწორი უკუკავშირი სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისა და მოსწავლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. შევაფასო შესაბამისი
შეფასების რუბრიკებით.
აქტივობის
აღწერა: ვასახელებ მოსწავლეების სახელებს და ვაფასებ წინასწარ შედგენილი და ცნობილი შეფასების რუბრიკებით, რომლებიც თვალსაჩინო
ადგილზეა გამოკრული და ყველასთვისაა ცნობილი. მოსწავლეებს ვთხოვ შეაფასონ გაკვეთილი.
(დანართი 2)
აქტივობა №8 - საშინაო დავალება 1 წუთი (მთელი
კლასი)
აქტივობის მიზანი:
გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების ტრანსფერი.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვთხოვ სახლში წაიკითხონ
სახელმძღვანელოში გვ.176 თემა „საქარათველოს ადგილი მსოფლიო ეკონომიკაში“. მოიპოვონ ინფორმაცია საქათველოში ე.წ.ერთობლივი
საწარმოების შესახებ.
.
|
|
მისაღწევი შედეგები: მოსწავლე
აანალიზებს საქართველოს ადგილს მსოფლიოში სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების
მიხედვით. რუკების, გრაფიკებისა და ცხრილების საშუალებით ადარებს ჰუმანური განვითარების ინდექსისა და მშპ-ს ძველ (2010 წელი და 2017,2018,2019 წელი) და ახალ მონაცემებს,
ახდენს მათ კლასიფიკაციას, მსჯელობს და გამოაქვს
დასკვნები. აანალიზებს საქართველოს
მეურნეობის განვითარების ხელისშემწყობ და ხელისშემშლელ ფაქტორებს, აფასებს საქართველოს
ადგილს მსოფლიო მეურნეობაში.
1
|
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის
ხარისხი მაღალია
|
2ქულა
|
2
|
ადეკვატურად პასუხობს დასმულ
შეკითხვებს.
|
2 ქულა
|
3
|
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს
აზრს, უკავშირებს ნასწავლს ახალ მასალას.
|
2 ქულა
|
4
|
მსჯელობს, ასახელებს და გამოაქვს დასკვნები.
|
2 ქულა
|
5
|
მოჰყავს არგუმენტები, ავლებს პარალელებს.
|
2 ქულა
|
კრიტერიუმები
|
კი
|
არა
|
მიჭირს შეფასება
|
გაკვეთილი იყო კარგად ორგანიზებული
|
|||
გამოყენებული და დამატებითი მასალა იყო
საინტერესო
|
|||
მასწავლებელი იყო მოსწავლეზე
ორიენტირებული
|
|||
მასწავლებლის შეფასება იყო
სამართლიანი
|
|||
მასწავლებელი იყო მკაცრი,რამაც ხელი შემიშალა გაკვეთილის
თემის შესწავლაში
|
|||
რის გამოსწორებას ისურვებდი მომდევნო გაკვეთილზე?
|
|||
გაკვეთილს მაღალ შეფასებას ვაძლევ
|
>50,000 $
35,000–50,000 $
20,000–35,000 $
10,000–20,000 $
5,000–10,000 $
2,000–5,000 $
<2,000 $
არ არის მონაცემი
.
რანგი
|
ქვეყანა
|
Iet $
|
105
|
9,591
|
(დანართი 4)
საქართველოს ჰუმანური განვითარების დინამიკა
სამრეწველო საწარმოთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით 2019 წლის მონაცემები
(დანართი 5)
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
()
მასწავლებელი : ინგა თათელიშვილი
28.03. 2019 წელი
|
Комментарии
Отправить комментарий