,,ნორჩ გეოგრაფთა და კარტოგრაფთა" წრის პირველი შეხვედრა

წრის სახელწოდება:      „ნორჩი მოგზაურები და კარტოგრაფები „

მიზანი: მოსწავლეები ეზიარონ  კეთებით სწავლების სტრატეგიის მნიშვნელობას,შეძლონ და დაეუფლონ   კეთებით სწავლების სხვადასხვა აქტივობებს.ისწავლონ რუკის სწორი წაკითხვა, რადგან რუკა და მისი სწორი წაკითხვა წარმოადგენს ცოდნის არა მარტო მდიდარ და მრავალფეროვან წყაროს, არამედ მოსწავლეთა გონებრივი განვითარების სტიმულატორსაც. მოსწავლეები შეძლებენ წარმოსახვით იმოგზაურონ დედამიწის გარშემო, სრულყოფილად  შეისწავლონ გეოგრაფიული ნომენკლატურა, ისწავლონ ატლასებში მუშაობა, შეადგინონ გეოგრაფიული მარშრუტები, სრულყოფილად დაეუფლონ კონტურულ რუკებზე მუშაობის  უნარებს.
აქტუალურობა:კეთებით სწავლება პრაქტიკული სტარატეგიააამ სტარტეგიის გამოყენების დროს ხდება ზუსტი ინფორმაციის მიწოდება ექსპერიმენტის ან სიმულაციისათვისმისი მთავარი პრინციპებია მოსწავლეებისათვის პრაქტიკული დავალების მიცემა,მათიწახალისებასათანადო გამოხმაურების მიწოდებაკეთებით სწავლების დროს,მოსწავლეები ერთვებიან პრაქტიკულ საქმიანობაშიამით მათ ეძლევა გამოცდილებით სწავლის საშუალება, რომელიც მიზნად ისახავს,  მოსწავლეებმა შეასრულონ ისეთი ქმედებები ა სამუშაოებირომლებიც ხელს შეუწყობს რუკის კითხვის ცოდნასა და უნარების ფორმირებას.  კეთებით სწავლება ეხმარება მოსწავლეს თავად იყოს მისი მონაწილემიიღოს ახალი ცოდნაკეთებით სწავლება იძლევა საშუალებასრომ მოსწავლის პრაქტიკა იყოს აზრიანი,გააცნობიეროს ისრასაც აკეთებს და არა მექანიკურად იმოქმედოს. მოსწავლეებს უნდა შევთავაზო აქტივობის სქემა სადაც მოხდება ეფექტური „კეთება“ და მიზნის მიღწევაამით კი მოსწავლეები ჩაერთვებიან პრაქტიკულ საქმიანობაში შეძლებენ გამოცდილებით სწავლონ.

პროგრამა:
N
თემატიკა
თარიღი

1.
სამუშაო თემატიკის გაცნობა
28.01

2.
ატლასის საძიებო სისტემის გამოყენებით რელიეფის ფორმების ნომენკლატურაზე მუშაობა. ობიექტების დატანაკონტურულ რუკებზე.
11.02

3.
ვიქტორინა „აბა გამოიცანი“
25.02

4.
გეოგრაფიულ ობიექტებს შორის მანძილის გაზომვა.
4.03

5.
ატლასის საძიებო სისტემის გამოყენებით მსოფლიოს მნიშვნელოვანი ზღვებისა და ყურეების ნომენკლატურაზე მუშაობა და დატანა კომტურულ  რუკებზე
18.03

6.
ატლასისა და რუკის საშუალებით წარმოსახვითი მოგზაურობა  კონტინტენტების გარშემო
1.04

7.
ატლასის საძიებო სისტემის გამოყენებით კუნძულებისა და ნახევარკუნძულების ნომენკლატურაზე მუშაობა და მათი დატანა კონტურულ რუკებზე
15.04

8
ატლასის საძიებო სისტემის გამოყენებითმსოფლიოს  მნიშვნელობვანი მდინარეების ნომენკლატურაზე მუშაობა   და მათი დატანა კონტურულ რუკაზე
6.05

9
„მოგზაურობა დედამიწის გარშემო“
20.05

10
ვიქტორინა-შეჯიბრი „ვინ უკეთ იცის გეოგრაფიული რუკა“
27.05
11
წრის მუშაობის შეჯამება
3.06


პროფილი:    გეოგრაფია
შესაბამისობა ესგ გათვალისწინებულ შედეგთან:
VII.2. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად.
გეო.VII.3. მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება სივრცეში.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლებს განუვითარდებათ ისეთი უნარ-ჩვევებიროგორიცაა დამოუკიდებლობაშემოქმედებითობადაკვირვებაშედარება, კლასიფიკაციისდა რაც მთავარია მოსწავლეებს გამოიმუშავდათ  რუკაზე მუშაობის უნარ-ჩვევები. მოსწავლები დაეუფლნენ რუკის ელამენტარული კითხვის ტექნიკას.ამ  უნარების განვითარებით მოსწავლეები მომავალში შეძლებენ ჩამოაყალიბონ მიზეზ შედეგობრივი კავშირები და შეძლონ  სივრცეში ორიენტირება.
მოსწავლეთა ასაკი:  12-13 წელი
დრო: თვეში ორი შეხვედრა
რესურსები: სხვადასხვა  მასშტაბიანი ფიზიკური რუკა, ატლასი, ნომენკლატურების ცხრილი, გლობუსი, ფლიპჩატრბი ,ფერადი ფანქრები დაფა ,ცარცი, მარკერები, კონტურული რუკები. კომპიუტერი,პროექტორი.


28/01/2019 წელს მუშაობას შეუდგა ,,ნორჩ გეოგრაფთა და კარტოგრაფთა" წრე. პირველ მეცადინეობაზე მოსწავლეებს გავაცანი წრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია,მიზნები და ამოცანები. მოსწავლეებმა გამოხატეს თავისი მოსაზრება წრის მუშაობასთან დაკავშირებით.












Комментарии

Популярные сообщения из этого блога

დედამიწის ცენტრისაკენ

კლასში განხორციელებული სოციალური პროექტი

კლუბის პირველი შეხვედრა