მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილება (ინტეგრირებული გეოგრაფია-მათემატიკა)












                                  




  გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის ტიპი /სამოდელო/
                                                                                                                    ინგა თათელიშვილი
მასწავლებელი:          ინგა თათელიშვილი
საგანი:                            გეოგრაფია-მათემატიკა  (ინტეგრირებული)
კლასი:                     მე-7ბ         
თემა:    მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილება
დრო:                        45 წუთი
მოსწავლეთა პროფილი:      18
(სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  1 - მოსწავლე )

გაკვეთილის მიზანი:     მოსწავლემ შეძლოს დემოგრაფიული მახასიათებლების (შობადობა, მოკვდაობა,ბუნებრივი მოძრაობა,მექანიკური მოძრაობა,აღწარმოება, დემოგრაფიული პოლიტიკა) განმარტება და თავისებურებების დახასიათება.   ფოტოებს,ცხრილების,გრაფიკების, რუკების საშუალებით შეძლოს  გეოგრაფიული იფორმაციის ინტერპრეტაცია და   დააჯგუფოს ქვეყნები დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით. ამოხსნას პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებული მათემატიკური ამოცანები. ჩამოაყალიბოს დამოკიდებულება სიდიდეებს შორის.
        
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

გეო.  VII.2. მოსწავლემ შეძლია სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად.
·         ფოტოების,ცხრილების ,გრაფიკების და რუკების გამოყენებით ახდენს გეოგრაფიული ინფორმაციის ინტერპრეტაციას.
·         თვალსაჩინოებაზე მოცემულ ერთი ტიპის ინფორმაციას გამოხატავს სხვა სახით.
გეო.VII.12.მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მახასიათებლისა და განსახლების თავისებურებების დადგენა.
·         სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მსჯელობს მოსახლეობის დინამიკის შესახებ და ხსნის ცვალებადობის მიზეზებს;
·         განმარტავს ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებს (შობადობა,მოკვდაობა,ბუნებრივი მატება) და მსოფლიოში გავრცელებულ აღწარმოების ტიპებს;
მათ. VII.2.მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების სხვადასხვა ხერხით შესრულება.
  • ხსნის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ან სხვა სასწავლო დისციპლინებიდან გამომდინარე ამოცანებს გამოთვლებზე;
მათ. VII.5.     მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულების ამოცნობა და გამოსახვა.
  • სიტყვიერად ჩამოყალიბებულ დებულებას სიდიდეებს შორის დამოკიდებულებისა და მიმართების შესახებ გამოსახავს გრაფიკულად ან ცხრილით და პირიქით – გრაფიკულად ან ცხრილით გამოსახულ დამოკიდებულებას აღწერს სიტყვიერად;
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
იციან რა არის მოსახლეობა,დემოგრაფია, დინამიკა,პირველყოფილი ადამიანების ფორმირების კერა,  უძველესი ადამიანის განსახლების საზღვრები; ფაქტორები, რაზედაც დამოკიდებულია ადმიანთა განსახლებები.
ფლობენ რუკებზე  და წყაროებზე მუშაობის უნარ-ჩვევებს.შეუძლიათ ინფორმაციის ინტერპრეტაცია (ცხრილის საშუალებით აგებს გრაფიკს),აყალიბებენ დამოკიდებულებას სიდიდეებს შორის.


შეფასება: განმავითარებელი და განმსაზღვრელი: პრეზენტაცია, ჩართულობა, ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება;


სასწავლო მასალა და რესურსები:
სახელმძღვანელო, ფლიპჩატები, მარკერები,კომპიუტერი,პროექტორი,  დაფა, მსოფლიოს ფიზიკური და პოლიტიკური რუკები,დავალების ბარათები,  სხვადასხვა ზომისა და ფერის სტიკერები, თაბახის ფურცლები, ფლიპჩატებზე მომზადებული   რესურსები.
აქტივობა №1 (სახელწოდება;ხანგრძლივობა;ორგანიზების ფორმა):
საორგანიზაციო საკითხები--3 წთ
ვესალმები მოსწავლეებს; მისალმების შემდეგ აღვრიცხავ მოსწავლეთა დასწრებას სასკოლო ჟურნალში.გავაცნობ გაკვეთილის მიზანს, აქტივობების  და ამ აქტივობების შესაბამის შეფასების კრიტერიუმებს (Power Point) -ის საშუალებით- სადაც გაწერილი მაქვს გაკვეთილის მიზნები და შეფასების კრიტერიუმები.

აქტივობა 2 (სახელწოდება;ხანგრძლივობა;ორგანიზების ფორმა):
წინარე ცოდნის გააქტიურება  (7 წთ) ,მთელი კლასი

აქტივობის მიზანი: წინარე  ცოდნის გააქტიურება (კითხვების საშუალებით), მოსწავლემ შეძლოს   თვალსაჩინოებაზე მოცემული ერთი ტიპის  გეოგრაფიულ ინფორმაციის ინტერპრეტაცია (ცხრილის საშუალებით-  გრაფიკის აგება ), სიტყვიერად   ჩამოაყალიბოს დამოკიდებულება სიდიდეებს შორის.
აქტივობის აღწერა:  წინარე  ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეებს დავუსვამ კითხვებს:
1.       რა არის  მოსახლეობა?
2.       რა არის დემოგრაფია?
3.       გეოგრაფიის რომელი ნაწილი შეისწავლის მოსახლეობას?
4.       რა არის დინამიკა?
კითხვების ამოწურვის შემდეგ მოსწავლეებს ვუჩვენებ (Power Point)-ში ცხრილს -მსოფლიო მოსახლეობის რიცხოვნობის დინამიკა 1850-2011წლებში და ვთხოვ  ააგონ გრაფიკი დაფაზე.მოსწავლეები აგებენ გრაფიკს. მოცემულ რესურსზე დაყრდნობით   ვსვამ კითხვებს:
·         რა დროის განმავლობაში მოხდა მსოფლიო მოსახლეობის გაორმაგება? გასამმაგება?
·         მოსახლეობის ზრდის ტემპი,რა ფაქტორებზე შეიძლება იყოს დამოკიდებული?
მოსწავლეებიის სავარაუდო პასუხებს ჩამოვწერ დაფაზე.



აქტივობა №3 ახალი მასალის მიწოდება  5წთ(მთელი კლასი)

აქტივობის მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს დემოგრაფიული მახასიათებლების (შობადობა, მოკვდაობა,ბუნებრივი მოძრაობა,მექანიკური მოძრაობა,აღწარმოება, დემოგრაფიული პოლიტიკა) განმარტება და თავისებურებების დახასიათება.
 
აქტივობის აღწერა: (Power Point)-ის საშუალებით მოსწავლებს ვუჩვენებ სლაიდზე  დემოგრაფიულ მახასიათებლებს და ვთხოვ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება.ვარაუდების გამოთქმის შემდეგ ვაძლევ სწორ გამარტებებს; მოსწავლეთა ჩართულობით   დავახასიათებთ და გამოვთვლით თითოეულ დემოგრაფიულ მახასიათებლებს.

აქტივობა №4

ცოდნის კონსტრუირება (20 წთ) (ჯგუფური- ურთიერთსწავლების მეთოდი)
აქტივობის მიზანი:    ფოტოების,ცხრილების, რუკებისა საშუალებით მოსწავლემ შეძლოს   გეოგრაფიული ინფორმაციის ინტერპრეტაცია. დააჯგუფოს ქვეყნები დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით. გამოთვალოს და და ახსნას პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებული მათემატიკური ამოცანები. ჩამოაყალიბოს დამოკიდებულება სიდიდეებს შორის.
აქტივობის აღწერა:  ვთხოვ მოსწავლეებს გაითვალონ 1 დან 4 მდე და დაჯგუფდნენ (1წთ)
თითოეულ ჯგუფს  ვაძლევ დავალების   ბარათებსა  და  მკაფიო ინსტრუქციას   დრო (2 წთ)
ბარათებში თითოეული ჯგუფისათვის გაწერილი მაქვს  3 ტიპის დავალება:
1ტიპის დავალება: მსოფლიო პოლიტიკური რუკასა და წყაროებზე დაყრდნობით გამოყონ მსოფლიოში სხვადასხვა დემოგრაფიული მახასიათებლის მიხედვით  მაღალი და დაბალი მაჩვენებლის მქონე 3 ქვეყანა. თითოეული მახასიათებლისთვის შერჩეული მაქვს სხვადასხვა ფერის სტიკერი , დემოგრაფიული მახასიათებლის მაღალი მაჩვენებელის მქონე 3 ქვეყანის ამოცნობის შემდეგ, მოსწავლეები  დაწერენ ქვეყნის სახელწოდებას დიდ სტიკერზე , ხოლო დაბალი მაჩვენებლის მქონე 3 ქვეყნის დადგენის შემდეგ -ქვეყნის სახელწოდებას  დაწერენ პატარა სტიკერზე; პრეზენტაციის დროს გამოცნობილ და დადგენილ  ქვეყნებს სტიკერების საშუალებით მიაკრავენ  იმ კონტინენტზე ,რომელ კონტინენტზეც მდებარეობს ეს ქვეყანა; რესურსი წინასწარ მაქვს მომზადებული, რომლის სახელწოდება : „მსოფლიოს ქვეყნების დემოგრაფიული მახასიათებლები“
2ტიპის დავალება: მოსწავლეებმა წყაროებზე დაყრდნობით უნდა განსაზღვრონ საქართველოს დემოგრაფიული მახასიათებლები.  მაჩვენებლებს წერენ შესაბამისი ფერისა და ზომის სტიკერებზე, რომლებსაც პრეზენტაციის დროს მიაკრავენ წინასწარ მომზადებულ რესურსზე „საქართველოს დემოგრაფიული მახასიათებლები“
3 ტიპის დავალება: დემოგრაფიული მახასიათებლების  მიხედვით  შეასრულონ მათემატიკური ამოცანები.
პრეზენტაციის დროს შესრულებულ  დავალებას მოსწავლეები წარმოადგენენ   ამ ტიპის დავალებისთვის განკუთვნილ რესურსზე „მათემატიკური ამოცანები“.
მოსწავლეები ჯგუფებში მუშაობენ დავალებებზე (5 წთ)
ჯგუფური მუშაობის შემდეგ მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას ჯგუფების მიხედვით(პრეზენტატორს  ირჩევს ჯგუფი სურვილისა და საჭიროების მიხედვით)

ჯგუფური მუშაობის დროის ამოწურვის შემდეგ ვთხოვ მოსწავლეებს გააკეთონ პრეზენტაციები,  შევახსენებ პრეზენტაციისათვის განკუთვნილ  დროს (თითოეული პრეზენტაცია 3-3 წთ)მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციებს   ( სულ12 წთ)



                                       ბ ა რ ა თ ე ბ ი
I ჯგუფი
1.       გვ 221-ზე ნახ.57.1 -ისა და მსოფლიო პოლიტიკური რუკის (დანართი 2) გამოყენებით დაადგინე 3 ქვეყანა,სადაც შობადობის მაჩვენებელი ა) ყველაზე მაღალია  (დაწერე დიდ სტიკერზე );
             ბ)ყველაზე დაბალია (დაწერე პატარა სტიკერზე)
2.       რას უდრის შობადობის მაჩვენებელი საქართველოში? მაჩვენებლის მიხედვით დაწერე შესაბამისი ზომის სტიკერზე.
3.       როგორ შეიცვლებოდა მოსახლეობის რიცხოვნობა ,თუ წლის გამნმავლობაში 700 ადამიანი დაიბადა და 800 გარდაიცვალა.
IIჯგუფი
1.       გვ 221-ზე ნახ.57.2 -ისა  და მსოფლიო პოლიტიკური რუკის (დანართი 2) გამოყენებით დაადგინე 3 ქვეყანა,სადაც მოკვდაობის  მაჩვენებელი ა) ყველაზე მაღალია  (დაწერე დიდ სტიკერზე );
             ბ)ყველაზე დაბალია (დაწერე პატარა სტიკერზე)
2.       რას უდრის მოკვდაობის  მაჩვენებელი საქართველოში? მაჩვენებლის მიხედვით დაწერე შესაბამის ზომის სტიკერზე.
3.       როგორ შეიცვლებოდა მოსახლეობის რიცხოვნობა ,თუ წლის გამნმავლობაში 1200 ადამიანი
წავიდა და 700 კაცი შემოვიდა.


IIIჯგუფი
1.       გვ 222-ზე ნახ.57.3-ისა და მსოფლიო პოლიტიკური რუკის (დანართი 2) გამოყენებით დაადგინე  3 ქვეყანა,სადაც ბუნებრივი მატების  მაჩვენებელი ა) ყველაზე მაღალია  (დაწერე დიდ სტიკერზე );
             ბ)ყველაზე დაბალია (დაწერე პატარა სტიკერზე)
2.       რას უდრის ბუნებრივი მატების მაჩვენებელი საქართველოში? მაჩვენებლის მიხედვით დაწერე შესაბანის ზომის სტიკერზე.
3.       გამოთვალე მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობა,თუ წლის დასაწყისში ქვეყანაში 6 მილიონი კაცი ცხოვრობდა, წლის ბოლოს კი 6,8 მილიონი.

IVჯგუფი
1.       გვ 223-ზე ნახ.57.5-ისა და მსოფლიო პოლიტიკური რუკის (დანართი 2) გამოყენებით დაადგინე  3 ქვეყანა,სადაც ა)აღწარმოების გაფართოებული ტიპია   (დაწერე დიდ სტიკერზე );
             ბ) აღწარმოების მარტივი  ტიპია   (დაწერე პატარა სტიკერზე)
2.       როგორი აღწარმოების ტიპს მიეკუთვნება საქართველო? მაჩვენებლის მიხედვით დაწერე შესაბამის ზომის სტიკერზე.
3.       გამოიანგარიშე რამდენი კაცი ცხოვრობდა ქალაქში წლის ბოლოს, თუ წლის დასაწყისში მცხოვრებთა რიცხოვნობა 50000-ს უდრიდა და ბუნებრივი მოძრაობა წლის განმავლობაში 20 --



სსსმ მოსწავლეს ჯგუფებში მუშაობის დროს ვაძლევ  ინდივიდუალურ დავალებას:
გამოთვალე, რას უდრის ბუნებრივი მოძრაობა ,თუ წლის განმავლობაში დაიბადა 16 კაცი და გარდაიცვალა  6 კაცი?  შესრულებულ დავალებას გავაკრავ თვალსაჩინო ადგილზე;(მათემატიკური ამოცანების კუთხეზე)
აქტივობა №5 T სქემა  2  წთ (დანართი1) მთელი კლასი
ქტივობის მიზანი: შექმნილი რესურსებიდან გამომდინარე მოსწავლეები ახდენენ ინფორმაციის დახარისხებას.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვთხოვ დააკვირდნენ მათ მიერ შექმნილ რესურს  „მსოფლიოს მოსახლეობი დემოგრაფიული მახასიათებლები“ და შეავსონ      T სქემა        რომელიც ფლიპცატზე მექნება გაწერილი.
აქტივობა №6 დისკუსია (მთელი კლასი)   (4 წთ)  
სადისკუსიო კითხვები:
1.       რომელ კონტინენტებზე აღინიშნება მოსახლეობის მკვეთრი ზრდა? 
2.       შეიძლება  თუ არა ვიმსჯელოთ ქვეყნის განვითარების დონეზე?
3.       არსებობს თუ არა კავშირი ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონესა  და მოსახლეობის სწრაფ ზრდას შორის?
4.       განვითარებად ქვეყნებში შექმნილმა დემოგრაფიულმა სიტუაციამ რა პრობლები შეიძლება შექმნას?
5.       დემოგრაფიული მახასითებლების მიხედვით როგორი ვითარებაა საქართველოში?
6.       თქვენი აზრით, რა დემოგრაფიულ პოლიტიკას გაატარებდით საქართველოში მოსახლეობის  რაოდენობის გაზრდისათვის?
მოსწავლეთა ნააზრევს მარკერით ვწერ რესურსზე „საქართველოს დემოგრაფიული მახასიათებლები“.
ქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა  შექმნილი რესურსებიდან გამომდინარე შეძლონ  გეოგრაფიული იფორმაციის ინტერპრეტაცია, იმსჯელონ, გამოიტანონ დასკვნები და   გამოხატონ თავიანთი პოზიცია;
აქტივობის აღწერა:    მოსწავლეებს  ვთხოვ,  შექმნილი რესურსებიდან გამომდინარე შეძლონ  გეოგრაფიული იფორმაციის ინტერპრეტაცია, იმსჯელონ, გამოხატონ  თავიანთი პოზიციები და გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები.
აქტივობა №6  შეფასება-3 წთ  (ინდივიდუალური)
 განმსაზღვრელი პრეზენტაცია, ჩართულობა, ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება- განმავითარებელი;
ქტივობის მიზანი:  მოსწავლეებს  მივაწოდო სწორი უკუკავშირი (განმავითარებელი და განმსაზღვრელი) და შევაფასო შესაბამისი შეფასების რუბრიკებით. მოსწავლებმა გააკეთონ  ჯგუფებში მუშაობის  თვითშეფასება.
აქტივობის აღწერა: ვასახელებ მოსწავლეების სახელებს და ვაფასებ  წინასწარ შედგენილი და მოსწავლისათვის ცნობილი შეფასების რუბრიკებით, რომელიც თვალსაჩინო ადგილზეა გამოკრული და ყველა მოსწავლისათვის ცნობილია.  მოსწავლეებს ვთხოვ თვითშეფასება გაუკეთონ  ჯუფებში მუშაობას  წინასწარ მიცემული ჯგუფური მუშაობის შეფასების კრიტერიუმებით.

აქტივობა №7 -   საშინაო დავალება  1 წუთი (მთელი კლასი)
აქტივობის მიზანი: გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების ტრანსფერი

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვთხოვ სახლში  გულდასმით წაიკითხონ მოცემული მასალა გვ.221-224 „მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილება“ მაგალთი 1  და მოცემული ლინკის  http://www.tabula.ge/ge/story/54926-ertshvilianobis-politikis-kraxi  ერთშვილიანობის პოლიტიკის კრახი“

 მიხედვით გაანალიზონ  რამდენად გამართლებულია ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება?


























პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
           8-10 ქულა
    6-7 ქულა 
  3-5 ქულა
1-2 ქულა
სათაურთან თემასთან შესაბამისობა
შეესაბამება სათაურს, საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას; კარგად აქვს ორგანიზებული (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა).
მსჯელობს,მაგრამ თხრობისას არღვეულია ლოგიკური ბმა. აკლია თხრობის რომელიმე  ელე მნტი (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა).
საკითხი არასრულად არის გადმო ცემული; ტერმინოლოგია ნაკლო ვანია,  აკლია ორგანიზებულობა
პრეზენტაცი არ შეესა ბამება სა- თაურს. ტერმინოლოგია არ    რის გამო- ყენებული, არ არის ორგანიზებული
წყაროებზე და
რუკებზე მუშაობა. არგუმენტები,პარალელები
მსოფლიო  პოლიტი-
კური რუკასა და  წყაროებზე დაყრდნო- ბით  სწორად გამო -ყოფს მსოფლიოში დემოგრაფიული მახასიათებლის მი- ხედვით  მაღალი და დაბალი მაჩვენებლის მქონე 3 ქვეყანას.ზუს-
 ტად განსაზღვრავს საქართველოს დემო- გრაფიული მახასია- თებლებს.  სწოად აწარ მოებს მათემატიკური ამოცანების გამო- თვლას.მოჰყავს სათა- ნადო არგუმენტები,  ავლებს პარალელებს.
მსოფლიო  პოლიტი-
კური რუკასა და  წყაროებზე  და- ყრდნობით გამო-
ყოფს მსოფლიოში დემოგრაფიული მახასათებლის მი- ხედვით  მაღალი და დაბალი მაჩვენებლის მქონე 3 ქვეყანას.
განსაზღვრავს საქარ- თრთველოს დემო- გრაფიული მახასია- თებლებს.   აწარმოებს მათემატიკური ამო-
ცანების გამოთვლას. მოჰყავს სათანადო არგუმენტები, ავლებს პარალელებს.
მსოფლიო  პოლიტი-
კური რუკასა და  წყაროებზე  დაყრდნო ბით ვერ  გამოყოფს მსოფლიოში დემო- გრაფიული მახა -სიათებლის მიხე- დვით  მაღალი და დაბალი მაჩვენებლის მქონე 3 ქვეყანას.ვერ განსაზღვრავს საქართველოს დემო- გრაფიული მახასია- თებლებს.  ვერ აწარ- მოებს მათემატიკური ამოცანების გამო-
თვლას.ვერ მოჰყავს სათანადო არგუმენ-ტები  
პრეზენტაცია არ შეესაბამება საკითხს, გადმოცემული საკითხები არსებითად მცდარია; პრეზენტაცია ძალზე ბუნდოვანი და არაინფორმაციულია
რეგლამენტი,საკომუნიკაციო უნარები
იცავს რეგლამენტს, ფლობს საკომუნი- კაციო უნარებს (
უჭირს აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა, ან ვერ იცავს რეგლამენტს.
ვერ ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან,

არ იცავს რეგლამენტს.
                                                                    


ჩართულიბა

1
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ხარისხი მაღალია
2ქულა
2
ადეკვატურად პასუხობს დასმულ შეკითხვებს
2 ქულა
3
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს, უკავშირებს ნასწავლს ახალ მასალას.
2 ქულა
4
მსჯელობს და ასახელებს პრობლემის გადაჭრის გზებს
2 ქულა
5
მოჰყავს მაგალითები, ავლებს პარალელებს და აკეთებს დასკვნებს.
2 ქულა
















ჯგუფური მუშაობის თვითშეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
         კარგად
       საშუალოდ
        ცუდად
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია



ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს



ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ(აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)



ჯგუფის ყველა წევრი პასუხობს შეკითხვებს



ჯგუფი იცავ დროის ლიმიტს






















(დანართი 1)
 

                                       T   სქემა
დააჯგუფე კონტინენტები  დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით:
                                                   

                                                        მაღალი                   დაბალი                                                            


შობადობა


სიკვდილიანობა


ბუნებრივი  მატება


აღწარმოება




                                                           
                               ინგა თათელიშვილი:
                                                                 31.05.2018

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

დედამიწის ცენტრისაკენ

კლასში განხორციელებული სოციალური პროექტი

ლითოსფეროს ფილების მოძრაობა