კლუბ "ევრიკას" რიგით მეშვიდე მეცადინეობა.


20.03 2019.წელს ჩატარდა კლუბ "ევრიკას" რიგით მეშვიდე მეცადინეობა.მეცადინეობის თემა იყო "შავი ხვრელი" მოსწავლეებისათვის დიდ ინტერესს წარმიადგენდა თუ :
რა არის შავი ხვრელი?
როგორ წარმოიქმნება შავი ხვრელი?
გადაიქცევა თუ არა ოდესმე მზე შავ ხვრელად?
შეუძლია თუ არა შავ ხვრელს დედამიწის განადგურება? 
თუ შავი ხვრელებიშავია“, საიდან იციან მეცნიერებმა, რომ ისინი არსებობს?
როგორ წარმოიქმნება შავი ხვრელი?
ამ კითხვების პასუხის გაცემაში დაეხმაათ ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=qjJx5DOmoQ4 და ინფორმაცია იმისშესახებ,რომ შავი ხვრელი — არე სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვედრისას. შავი ხვრელი სავარაუდოდ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანრირი ვარსკვლავი ამოწურავს მთელ თავის ენერგიას და კვდომას იწყებს.ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, იგი საკუთარი მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით იწყებს შეკუმშვას და როდესაც მიაღწევს შეკუმშვის პიკს, ხდება რაღაც აფეთქებისმაგვარი მოვლენა, რის შემდეგაც ეს ვარსკვლავი ჩაქრება,ხოლო მისი გრავიტაცია იმ ზომზმდე გაიზრდება,რომ რომ იგი დაიწყებს ყველაფრის შესრუტვას-სინათლის ჩათვლით სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარეობს ამ ობიექტის სახელი — „შავი ხვრელი“, ანუ სხეული, რომელსაც სინათლეც კი ვერ უსხლტება და უხილავი ხდება.NASA შავ ხვრელებს შეისწავლის ისეთი კოსმოსური ხომალდებით, როგორებიცაა ჩანდრას რენტგენული გამოსხივების ობსერვატორია, თანამგზავრისვიფტიდა ფერმის გამა-გამოსხივების კოსმოსური ტელესკოპი. ფერმი 2008 წელს გაუშვეს და სუპერმასიურ შავ ხვრელთა და სხვა ასტრონომიულ ფენომენთა ძიების კვალდაკვალ, შეისწავლის გამა-გამოსხივებასსინათლის ყველაზე ენერგიულ ფორმას. ასეთი კოსმოსური ხომალდები მეცნიერებს ეხმარება პასუხი გასცენ კითხვებს სამყაროს წარმოშობის, ევოლუციისა და ბედ-იღბალის შესახებ. 






Комментарии

Популярные сообщения из этого блога

დედამიწის ცენტრისაკენ

კლასში განხორციელებული სოციალური პროექტი

ლითოსფეროს ფილების მოძრაობა