3. 04. 2019.წელს ჩატარდა კლუბ "ევრიკას" რიგით მეცხრე მეცადინეობა
3. 04. 2019.წელს ჩატარდა კლუბ "ევრიკას" რიგით მეცხრე მეცადინეობა.მეცადინეობის თემა იყო "ყველაზე დიდი ვარსკვლავი სამყაროში". რომელია ყველაზე დიდი ვარსკვლავი სამყაროში? ამ კითხვაზე არსებობს მარტივი პასუხი. გავიხსენეთ ჩვენს პლანეტასთან უახლოესი ვარსკვლავი მზე. მზის დიამეტრი 1.4 მილიონ კილომეტრს შეადგენს. ეს იმდენად დიდი მანძილია, რომ რთულია წარმოვიდგინოთ მასშტაბი. მზე შეადგენს ჩვენი მზის სისტემის მატერიის 99.9%-ს. სინამდვილეში მზის შიგნით შესაძლოა მოთავ-სდეს დედამიწის ზომის მილიონი პლანეტა. მზის რადიუსი შეადგენს 690 000 კილომეტრს, ჩვენს გალაქტიკაში ყველაზე დიდი ვარსკვლავი ეტა-კილია, რის შესახებაც მოსწავლეებმა ნახეს ვიდეორგოლი https://www.youtube.com/watch?v=-wioGcomG3M. მოსწავლეებმა გაიგეს,რომ ყველაზე დიდი ვარსკვლავი, ჩვენგან 7500 სინათლის წელში მდებარეობს და 120 მზის მასის ტოლია. ის მილიონჯერ უფრო კაშკაშაა ვიდრე მზე. ვარსკვლავთა უმრავლესობა ფეთქდება მზის ქართან ერთად და კარგავს თავის მასას დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ ეტა-კილი იმდენად დიდია, რომ ყოველწლიურად კარგავს 500 დედამიწის ზომის მასას, ამიტომ ასტრონომებისათვის სირთულეს წარმოადგენს იმის განსაზღვრა, თუ სად მთავრდება ვარსკვლავი და იწყება მისი ვარსკვლავური ქარი. ამიტომ ყველაზე მიახლოებითი პასუხია, რომ ეტა-კილის რადიუსი 250-ჯერ აღემატება მზის რადიუსს. მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითხზე გამართეს დისკუსია.
Комментарии
Отправить комментарий