პირველ მაისს სკოლაში იგეგმება ბულინგის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის "ჩვენ ვგმობთ, ბულინგს!" გახსნა. ორ საათზე სააქტო დარბაზში ჩატარდება კონფერენცია,სადაც მოსწავლეები სასკოლო სუბიექტებს გააცნობენ ბულინგთან დაკავშირებულ საკითხებს.
კვირეულის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი აქტივობები:
1 მაისი (ოთხშაბათი)– კვირეულის გახსნა. მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციას
ბულინგთან დაკავშირებულ თემებზე.
2 მაისი (ხუთშაბათი) - სკოლის ყველა ჯგუფში ჩატარდება კლასის საათი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
3 მაისი (პარასკევი) -ფილმის ჩვენება. დისკუსია.
4 მაისი(შაბათი)–მოეწყობა აქცია სკოლასა და თემში
„ჩვენ ვგმობთ, ბულინგს!“
6 მაისი (ორშაბათი)-სკოლაში მოეწყობა ნახატების გამოფენა
7 მაისი (სამშაბათი)-კვირეულის დახურვა/შეჯამება. მოსწავლეთა
მიერ გადაღებული ვიდეორგოლების ჩვენება.
მსურველებს გთხოვთ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში.
Комментарии
Отправить комментарий