კვირეულის გახსნა
01.05.2019 წელს სკოლაში გაიხსნა ბულინგის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული – "ჩვენ ვგმობთ ბულინგს!" კვირეულის გახსნას ესწრებოდნენ მოსწავლეები, მშობლები და სკოლის პედაგოგები. სასკოლო საზოგადოებას გადაეცათ მე–10 კლასის მოსწავლის რევაზ ჩიტორელიძის მიერ შექმნილი ბუკლეტები. სააქტო დარბაზში მოსწავლეებმა გააკეტეს მათ მიერ დამუშავებული თემების პრეზენტაცია.
- რა არის ბულინგი? მომხსენებელი მე-10 კლასის მოსწავლე.
- როგორ ამოვიცნოთ ბულინგი ? მომხსენებელი მე-8 კლასის მოსწავლე
- ბულინგის აღმოფხვრის გზები - მომხსენებელი მე-10 კლასის მოსწავლე.
- აღზრდა ქართულად - მომხსენებელი მე-11კლასის მოსწავლეები
- ძალადობა ოჯახში -მომხსენებელი მე-7 კლასის მოსწავლეები
- კიბერბულინგი -მომხსენებელი მე-7 კლასის მოსწავლე
- ტოლერანტობა -მომხსენებელი მე-11 კლასისმოსწავლეები.
Комментарии
Отправить комментарий