კვლევის შედეგების გაზიარების რეფლექსია
კოლეგებთან თანამშრომლობა დამეხმარა
ერთობლივი ძალისხმევით მიმეღწია დასახული მიზნისათვის. პერიოდულად ,დაგეგმილ აქტივობებსა და ინტერვენციებს ვაქვეყნებდი ჩემს საგანმანათლებლო ბლოგზე: მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში მონაწილეობას ღებულობდა და ჩართული იყო სასკოლო სუბიექტების უმეტესობა, მათთვის კვლევის
შედეგების გაზიარება
მეტად საინტერესო იყო. კვლევის შედეგები დამსწრე საზოგადოებას წარვუდგინე პრეზენტაცის ფორმით, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია. დისკუსიის დროს დაისვა საინტერესო კითხვები და მონაწილენი აქტიურად ჩაერთვნენ ინტერაქციაში. გამოხატეს თავიანთი პოზიციები და აღნიშნეს, რომ ბულინგის თემას, კვლავაც აქტუირად გამოიყენენ გაკვეთილების დაგეგმვის, კლასის საათისა და მშობლებთან საუბრების ჩატარებისას. მუდმივი ინტერვენციები და აქტივობები აღნიშნულ თემაზე, ხელს შეუწყობს სასკოლო სუბიექტებს, კიდევ უკეთ გააცნობიერონ ბულინგის მნიშვნელობა და განამტკიცონ სკოლის კულტურა რაც, წინაპირობაა ბედნიერი და მოსიყვარულე ადამიანების აღზრდისა. კვლევის უკუკავშირისათვის განმავითარებელ შეფასებასთან ერთად გამოვიყენე გამნმსაზღვრელი შფასების სქემა- 1-დან 10 ქულამდე. სასკოლო საზოგადოებამ აღნიშნული კვლევა შემიფასა 9 და 10 ქულით.
Комментарии
Отправить комментарий